logo_geo
სურსათის სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს
- +

1 თებერვალი. 2020. 16:22

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება მიმდინარეობს. განსაკუთრებული აქცენტი სახაჭაპურეებზე კეთდება.

 

სააგენტომ, თბილისის მასშტაბით, 32 ობიექტი შეამოწმა, მათგან, ეტიკეტის წესების დარღვევისათვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

 

ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და  რეალიზაციას, რადგან ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები.

 

სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი