logo_geo
თურქმენეთის პრეზიდენტი მეცნიერებათა აკადემიას დაფინანსებას შეუწყვეტს
- +

1 თებერვალი. 2020. 19:12

 

თურქმენეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიას დაფინანსება შეუწყდება.

 

ხელისუფლება აცხადებს, რომ სამეცნიერო აკადემიის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში მოხდება. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნებულია, იტყობინება Total.kz.

 

ამ გზით მთავრობა, ენერგეტიკის სფეროში ვარდნის ფონზე, ეკონომიკის გაძლიერებას და ფულის დაზოგვას იმედოვნებს.

 

სახელმწიფო მხარდაჭერას  26 კვლევითი ინსტიტუტი და სახელმწიფო სეისმოლოგიის სამსახური დაკარგავს. თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიაში ასევე 17 უმაღლესი სკოლა, ორი სამედიცინო კვლევითი ცენტრი და  ერთი ბიბლიოთეკაც შედის.

 

თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემია 1951 წელს დაარსდა.

 

big_banner
არქივი