logo_geo
ფრანგული კლუბი ქართველ მორაგბეს ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება
- +

2 თებერვალი. 2020. 01:14

 

მორაგბეთა ფრანგული კლუბი გარდაცვლილ ქართველ სპორტსმენს ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება. ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოკატასროფის შედეგად დაიღუპა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეს 2 თებერვალს ჩამოასვენებენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს. რაგბის კავშირმა დაღუპული ბექა ბურდიაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, 26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს.

 

პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.

 

სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13:00 საათზე.

 

რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ბექას ოჯახს“, – წერია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი