logo_geo
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების გერმანიაში გამოკვლეული ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
- +

3 თებერვალი. 2020. 11:39

 

 

ხვალ იმ პაციენტების ანალიზების პასუხები გახდება ცნობილი, რომლებსაც ექიმები ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აკვირდებიან.

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არცერთ პაციენტს რენტგენოლოგიურად პნევმონია არ დაუდასტურდა.

 

„ამჟამად საავადმყოფოში რჩება 3 ადამიანი. არცერთ მათგანს არ აქვს რენტგენოლოგიურად დადასტურებული პნევმონია. ორს ტემპერატურა უკვე აღარ აღენიშნება. ერთი ქალისა და ახალგაზრდა მამაკაცის სისხლი გაგზავნილია გერმანიაში გამოსაკვლევად. საბოლოო პასუხი, როგორც ჩვენ ვიცით, იქნება სამშაბათს“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი