logo_geo
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- +

3 თებერვალი. 2020. 11:51

 

 

განათლების სამინისტრომ 2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოაცხადა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ცნობით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა, მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს, პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

 

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

 

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 

 

 

big_banner
არქივი