logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ამ შემთხვევაში მთავარია დროული სტაციონარიზაცია
- +

3 თებერვალი. 2020. 12:56

 

 

„ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ხვალ გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხით გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი.

 

„უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენვიული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც კორონავირუსის პოტენციურ მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში.

 

ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს ახალი კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაშია მთავარია დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი