logo_geo
კობის მემორიალთან მიტანილ ყველა ნივთს ბრაიანტების ოჯახს გადასცემენ
- +

3 თებერვალი. 2020. 13:34

 

 

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთის შენახვას და ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს. „ლეიკერსის“ საშინაო არენასთან ფანებმა უამრავი ნივთი მიიტანეს.

 

„ვანესა ბრაიანტს სურს, მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთი შეინახოს. ამ სურვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ავუსრულებთ. ყველა ნივთი, რომელიც „სტეიპლს ცენტრთან“ არის, ბრაიანტების ოჯახს სპეციალური კონტეინერით გადაეცემა. თაიგულებს კი არენის გარშემო გავანაწილებთ“, – განაცხადა „სტეიპლს ცენტრის“ პრეზიდენტმა ლი ზეიდმანმა.

 

 

big_banner
არქივი