logo_geo
თოვლი, ქარბუქი, შტორმი - დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, ამინდი მკვეთრად გაუარესდება
- +

3 თებერვალი. 2020. 14:12

 

 

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

big_banner
არქივი