logo_geo
ბათუმში „სანდასუფთავების“ მანქანა ქვეითს დაეჯახა
- +

3 თებერვალი. 2020. 14:14

 

 

ბათუმში, შპს „სანიტარული დასუფთავების“ მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე დილის 7:00 საათზე მოხდა. 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მძღოლი პოლიციაში თავისი სურვილით გამოცხადდა და ახლა გამოკითხვაზე იმყოფება. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაურა. ცხედარი მოულოდნელად გაჩნდა“, - განაცხადა „სანდასუფთავების“ მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ.

 

„სანდასუფთავების“ უფროსის დავით დუმბაძის განცხადებით, მძღოლმა დილით შემოწება გაიარა და ფხიზელი იყო.

 

მძღოლი დამიკავშირდა და მითხრა, ქალი შემომივარდაო“, - განაცხადა დუმბაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი