logo_geo
ამირან გამყრელიძე მოსწავლეთა მშობლებს რეკომენდაციას აძლევს
- +

3 თებერვალი. 2020. 15:48

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსწავლეთა მშობლებს რეკომენდაციას აძლევს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.

 

ამირან გამყრელიძე ასევე მოქალაქეებს ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭირო აცრები ჩაიტარონ.

 

„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა - ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“, - დასძინა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი