logo_geo
კორონავირუსისგან განკურნების რა საშუალება აღმოაჩინეს ტაილანდში
- +

3 თებერვალი. 2020. 18:28

 

 

ტაილანდის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მეორე პაციენტს მკურნალობენ წამლების ახალი კომბინაციით, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ პაციენტს განკურნებაში უკვე დაეხმარა - ამის შესახებ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN წერს.

 

„კორონავირუსის მქონე მეორე პაციენტი მკურნალობს აივ/შიდსის და გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომელიც, ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებით, წარმატებული იყო სხვა ინფიცირებულ პაციენტთან მკურნალობისას“, - წერს CNN.

 

ექიმი კრიანგსაკ ატიპორვანიჩი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს, ამბობს, რომ ამჟამად ელოდებიან ტესტის შედეგებს, რათა დადგინდეს მეორე პაციენტის სტატუსი, რომელსაც ამ წამლების კომბინაციით მკურნალობენ.

 

ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრმა ანუტინ ჩარნვირვალუკმა კი განაცხადა, რომ პირველი პაციენტი გახლდათ 71 წლის ქალი. მას ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტიდან ყველაზე მძიმე სიმპტომები ჰქონდა. მინისტრმა დაადასტურა, რომ ზემოხსენებული წამლების კომბინაციით მკურნალობის შემდეგ, ტესტირებამ 71 წლის პაციენტში ვირუსის ნიშნები აღარ აჩვენა.

 

„მოხდება ინფორმაციის გაზიარება აღნიშნული პაციენტის და მკურნალობის მეთოდის შესახებ. სხვა აკადემიურ, სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებს შეუძლიათ მიიღონ ამ მკურნალობის შედეგი“, - ამბობს ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი