logo_geo
ინფექციურ საავადმყოფოში მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა
- +

3 თებერვალი. 2020. 21:04

 

 

ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა.

 

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცს დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ოთხი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი