logo_geo
ახალი დეტალები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე - გარდაცვლილია ორსული ქალი 4 შვილთან ერთად, ასევე ოჯახის ახლობელი
- +

4 თებერვალი. 2020. 00:31

 

 

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზუსტებული ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მათთან ერთად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი, რომელიც სავარაუდოდ ოჯახის ახლობელია.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი.

 

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

 

ხანძრის ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი