logo_geo
ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 4 მოქალაქე კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება
- +

4 თებერვალი. 2020. 11:13

 

 

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 4 მოქალაქე კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.

 

კორონავირუსის ჩინეთში გავრცელებულ შტამზე, ორი მათგანის კვლევის საბოლოო პასუხი ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა.

 

„ბოლო პაციენტი შემოიყვანეს საღამოს საათებში - 29 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. ის დაკვირვების ქვეშაა, არ აქვს არც პნევმონია, არც ტემპერატურა და არც ფილტვების ანთება.

 

ამჟამად ჩვენთან დაკვირვების ქვეშ სულ 4 პაციენტი იმყოფება. ორი მათგანის ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა გაგზავნილია გამოსაკვლევად ჰოლანდიაში“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ასევე დღეიდან იქნება შესაძლებელი საქართველოში კორონავირუსის იდენტიფიცირებაც. ლუგარის ლაბორატორიას შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება.

big_banner
არქივი