logo_geo
ჰონგ-კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

4 თებერვალი. 2020. 12:12

 

ჰონგ-კონგში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა „South China Morning Post“ იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის პაციენტია, რომელიც მკურნალობას პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში გადიოდა. 21 იანვარს ის ქალაქ უხანში იმყოფებოდა, 31 იანვარს კი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.  ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 427-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 667 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

 

 

big_banner
არქივი