logo_geo
საქართველოს ეროვნული არქივი 100 წლისაა
- +

4 თებერვალი. 2020. 13:15

 

 

 

 

წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა.

 

1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება – რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური ლოგო. ამასთან, საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიმდინარე წელს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება; ასევე – სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. ამასთან, UNESCO-სთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება.

 

საიუბილეო წელს გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“; „ერეკლე მეორე“; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე“; „წმინდა გიორგი“ და სხვა.

 

 

big_banner
არქივი