logo_geo
ბაღდათის ტრაგედიისას გარდაცვლილების ოჯახს სოციალური დახმარება არ შეჩერებია
- +

4 თებერვალი. 2020. 13:25

 

 

ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას შემდეგ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის გამო ოჯახს 3 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება არ მიეწოდებოდა, თუმცა, დეკემბრის თვეში სამივე თვის ერთდროულად მიიღეს.

 

„ისინი დღესაც კი არიან მიმღები ოჯახის სტატუსით, ანუ არ შეჩერებიათ მიმდინარე ეტაპზე სოციალური დახმარება. მათ უბრალოდ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტეს, რომ ჰქონდათ ოჯახში დემოგრაფიული ცვლილება. სხვა არანაირი სტატუსის ცვლილება არ ყოფილა. ერთადერთი, სტატუსის ცვლილება იყო ოჯახისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, მათი აბონენტის ნომრის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად 3 თვის განაცდური ერთად აიღეს 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, 2040 ლარის ოდენობით“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

 

big_banner
არქივი