logo_geo
თბილისიდან გაგზავნილი ანალიზების პასუხი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებზე უარყოფითია
- +

4 თებერვალი. 2020. 13:44

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როტერდამის რეფერალური ცენტრიდან კორონავირუსის შესაძლო ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით ანალიზების პასუხი უარყოფითია.

 

გამყრელიძის ინფორმაციით, იგივე პასუხია ლუგარის ლაბორატორიიდანაც.

 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გერმანიიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები და დღეიდან კორონავირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასმა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი