logo_geo
სოხუმში, ანტიკორუფციული კანონის მიღების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- +

4 თებერვალი. 2020. 14:27

 

 

ანტიკორუფციული კანონის მიღების ინიციატორებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებმა შენობის წინ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ კანონის მიღებამდე დაშლას არ აპირებენ.

 

რუსული მედია წერს, რომ საუბარია გაერო-ს კონვენციაზე კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 2005 წლის დეკემბერს შევიდა. ამ ეტაპზე მას 186 მონაწილე შეურთდა. დოკუმენტი მათ კორუფციასთან ბრძოლას, შესაბამისი კანონების მიღებას და სპეციალური ორგანოების შექმნას ავალდებულებს.

 

 

big_banner
არქივი