logo_geo
რევაზ არველაძე: ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ, მე ვერ ვიჯერებ ამას
- +

4 თებერვალი. 2020. 15:09

 

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

 

 „ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“, –  განაცხადა რევაზ არველაძემ.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა 2017 წელს ჩაატარა, შედეგები კი 2018 წელს გახდა ცნობილი.

 

კვლევის მიხედვით, ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა ან პენსიონერები. სიღარიბის მაჩვენებლები ამ ბავშვებისთვის გაიზარდა თითოეული ზღვრისთვის.  2017 წლის კვლევის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი  ცხოვრობს.

 

 

big_banner
არქივი