logo_geo
ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები გაირკვა
- +

4 თებერვალი. 2020. 15:10

 

 

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე ცნობილი გახდა, რომ ორსართულიან შენობას, რომელიც თითქმის მთლიანად დაიწვა, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგეს. ადგილობრივები ელექტროსადენებით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა შეშის ღუმელი გამხდარიყო. წერეთლის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ხანძარს ღამით ექვსი ადამიანი ემსხვერპლა: ოთხი ბავშვი, ერთი ორსული და მოხუცი ქალი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი შენობაში თვითნებურად იყვნენ შესახლებულები. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით კი, ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი