logo_geo
სვეტლანა ალექსიევიჩი: „ჰარი პოტერით“ გაზრდილი თაობა სიკეთესა და ბოროტებას სხვანაირად აღიქვამს
- +

4 თებერვალი. 2020. 15:23

 

 

ნობელის პრემიის ლაურეატის, ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის თქმით, „პუტინი და ლუკაშენკო საკუთარი იდეების მძევლები არიან“.

 

ამის შესახებ ალექსიევიჩი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საუბრობს. ნობელიანტი მწერალი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები ახლა უფრო „გლობალურად აზროვნებენ და მომავალი მათ ეკუთვნით“.

 

„მე მეჩვენება, რომ პუტინი და ასევე ლუკაშნეკო, უკვე საკუთარი იდეების მძევლები არიან. დიქტატორული რეჟიმები სასტიკად ექცევიან თავად დიქტატორებსაც. მათ ადამიანური ცხოვრება აღარ აქვთ“, – ამბობს ალექსიევიჩი.

 

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც პუტინი და ლუკაშენკო ნანობენ, მონარქიის არარსებობაა, რომ ხელისუფლება მემკვიდრეობით გადასცენ.

 

„მათ მონარქიული წყობა სურთ, რადგან პუტინიც და ლუკაშნეკოც უკვე დაიღალნენ ამ პრიმიტიული დემოკრატიის თამაშით, რომლისაც აღარავის სჯერა. მე მეცოდება ეს ადამიანები, რადგან მათ საკუთარი ცხოვრებით არ უცხოვრიათ. კი ბატონო, მილიარდები, ბინები, სასახლეები. მაგრამ ეს ხომ არ გვაბედნიერებს!“ – აცხადებს ალექსიევიჩი.

 

ნობელიანტი მწერალი მიიჩნევს, რომ ახალი თაობა განსხვავებულად აზროვნებს და მომავლი მათ ეკუთვნით.

 

„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი ლონდონში, სადაც ახალგაზრდა ეკოაქტივისტებს შევხვდი. ერთ-ერთი მათგანი პინგვინებს იცავს. ეს ადამიანები დედამიწაზე აღარ ცხოვრობენ, ისინი კოსმოსში არიან. ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ არ ანაღვლებთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია გლობალური სამყარო და გლობალური პრობლემები. თაობა, რომელიც „ჰარი პოტერით“ გაიზარდა, სხვაგვარად აღიქვამს სიკეთისა და ბოროტების საკითხებს. მომავალი შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის თაობას და მათ იდეებს ეკუთვნის“, – განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი