logo_geo
პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები დროებით დაიკეტა
- +

4 თებერვალი. 2020. 16:54

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს.

 

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი უხვი ნალექია.

 

„პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით დაკეტილია. თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი. წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის საშუალებით“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი