logo_geo
2020 წლის იანვარში საქართველოში აივ-ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 თებერვალი. 2020. 17:46

 

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

 

2019 წლის იანვარში აივ-ინფექცია 41 ადამიანს დაუდგინდა. სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული. მათ შორის 6081 კაცია და 2069 ქალი. პაციენტთა ასაკი 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.

 

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი - 3007 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში; სამეგრელოში აივ-ინფიცირების 1132 შემთხვევა გამოვლინდა; ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე იმერეთია, სადაც აივ-ინფიცირების 982 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ხუთეულშია - აჭარა (918 შემთხვევა) და აფხაზეთი (525 შემთხვევა);

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ-ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზის თანახმად საქართველოში გამოვლენილია 116 აივ-ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგოა. აქედან 27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა.

 

 

big_banner
არქივი