logo_geo
ელიავას ბაზრობის ტერიტორია განაშენიანების გეგმის მიხედვით მოწესრიგდება
- +

5 თებერვალი. 2020. 12:13

 

 

ე.წ. ელიავას ბაზრობა მდებარეობას არ იცვლის, თუმცა, ტერიტორიაზე უნდა მოწესრიგდეს გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული და სავაჭრო სივრცეები. ამის შესახებ განცხადება დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

 

დედაქალაქის მერის თქმით, მერიის ურბანული სამსახური დაიწყებს მუშაობას განაშენიანების გეგმაზე და დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად:

 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი - იმ ფორმით დარჩენა, როგორც არის დღეს, კატეგორიულად მიუღებელია, მეორე - ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, ამ გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება.

 

გენგეგმაში შენარჩუნებულია სავაჭრო ზონის სტატუსი. განაშენიანების რეგულირების გეგმაში, რომელიც უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა, დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება.

 

სპეკულირება რომ არ იყოს და ვიღაცებმა არ ეცადონ ბოროტად გამოყენება, ვინაიდან აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ჩვენ ხელს არავის არ ვუშლით და არ ვუზღუდავთ საქმიანობას. ვიწყებთ მუშაობას განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი