logo_geo
თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა
- +

5 თებერვალი. 2020. 14:20

 

 

თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა.

 

როგორც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დაშავებული მუშა პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

 

big_banner
არქივი