logo_geo
ეკატერინე ტიკარიძე: პენსიის მატების ტენდენცია გაგრძელდება
- +

5 თებერვალი. 2020. 15:55

 

 

„სახელმწიფო პენსიის მატების ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სახელწიფო პენსია 30 ლარით გაიზრდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

„საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები.

 

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმიურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000-ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის შშმ პირთა მხარდაჭერა.

 

„უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ მათთვის განსაზღვრული პაკეტი 2020 წლიდან გაიზრდება. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და ბავშვებისთვის 50 ლარით, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის 20 ლარით, რაც შესაბამისად შეადგენს 250 და 140 ლარს თვეში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი