logo_geo
კობი ბრაიანტის გულშემატკივარმა 21 კილომეტრი ბურთის კენწვლით გაირბინა
- +

5 თებერვალი. 2020. 17:00

 

 

კობი ბრაიანტის გულშემატკივარმა კალიფორნიაში მარათონზე 21 კილომეტრი კალათბურთის ბურთის კენწვლით გაირბინა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

30 წლის მაიკლ სუითს ამისთვის 2 საათი და 7 წუთი დასჭირდა. მარათონის დასრულების შემდეგ, „ლოს-ანჯელესს ლეიკერსისა“ და მთლიანად კალათბურთის ლეგენდის გულშემატკივარმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ კობი ძალიან მიყვარდა. ვიფიქრე, რომ ეს კობის მოეწონებოდა, მისმა ოჯახმა უნდა ნახოს, რამხელა გავლენა ჰქონდა მას ადამიანების ცხოვრებაზე" - განაცხადა სუითმა.

 

 

big_banner
არქივი