logo_geo
3 თვის წინ დაშავებულმა თამარ გიგაურმა ახალგორი დღეს დატოვა
- +

5 თებერვალი. 2020. 17:12

 

 

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა 67 წლის თამარ გიგაურმა, რომელიც ახალგორში დაახლოებით 3 თვის წინ დაშავდა, დე-ფაქტო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორია დღეს დატოვა. 67 წლის ქალმა მაშინ მძიმე ტრავმები მიიღო.

 

დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გიგაურს სამი თვის განმავლობაში საშუალებას არ აძლევდნენ, რომ სამედიცინო სერვისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეღო. მან რეგიონის დატოვების უფლება მხოლოდ გუშინ მისცეს.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ გიგაური გასული წლის 3 ნოემბერს ახალგორში, დაახლოებით 7 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში იყო მოთავსებული, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია.

 

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6 თებერვლამდე გახსნეს.

 

https://www.ekhokavkaza.com/a/30418424.html?fbclid=IwAR2o8kyo1EGtBUfHh8rTE3ihWZS8HVjGXSr3klJuo_EOTAxtW7UpVLhEPUE

 

 

big_banner
არქივი