logo_geo
პორტუგალიელი მწერლის რომანის „ერნესტინას“ ყდისთვის ლიკა ქავჟარაძის ფოტო შეარჩიეს
- +

5 თებერვალი. 2020. 19:04

 

 

 

 

ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის ფოტო შეარჩიეს ცნობილი პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე რენტეს დე კარვალიუს რომანის, „ერნესტინას“ იტალიური თარგმანის გამომცემლებმა. 

 

იტალიური გამოცემა, რომელის ყდაზეც ლიკა ქავჟარაძის ფოტოა, იტალიის წიგნის მაღაზიებში 2013 წლიდან გამოვიდა.

 

ჟოზე რენტეს დე კარვალიუს  რომანის იტალიური თარგმანი ლიკა ქავჟარაძის ფოტოთი  „ამაზონზე“ დევს, თუმცა, ამ დროისთვის ყველა ეგზემპლარი გაყიდულია.

 

ჟოზე რენტეს დე კარვალიუ  მწერალი და ჟურნალისტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტუგალიელი ავტორია. მისი რომანი „ერნესტინა“ ავტობიოგრაფიულია. ავტორი დიდი ნიჭით და იუმორით გვიამბობს თავის ბავშვობის მოგონებებზე, თავის წინაპრებზე, თავის ცხოვრებაზე.  ერნესტინა – ავტორის დედის ნამდვილი სახელია და, ამავე დროს, მისი რომანის უშიშარ გმირს ჰქვია. კარვალიუს „ერნესტინა“  მე-20 საუკუნის შედევრად ითვლება.

 

წყარო: nostal.ge

 

 

big_banner
არქივი