logo_geo
ზურაბ ხონელიძე: უნივერსიტეტი თეორიიდან უნდა გადაერთოს პრაქტიკისაკენ და შექმნას ახალი ფორმატი
- +

6 თებერვალი. 2020. 14:04

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ხონელიძის განცხადებით,  დღეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტები, დროსთან ერთად ვერ ვითარდებიან.

 

„უნივერსიტეტი არის ცოდნის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სინონიმი. ყველანი ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ ახალი ევროპის ფორმირება, ღირებულებათა სისტემის განსაზღვრა, მოხდა უნივერსიტეტში, როგორც უნივერსალური მოდელი. რეალურად თუ ეს ასეა, რატომაა ამდენი პრობლემა და კონფლიქტი ევროპაში და მსოფლიოში? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოდგენა უნივერსიტეტის შესახებ არის გადაჭარბებული, ან უნივერსიტეტის იდეა განიცდის კრიზისს, ანუ ჩამორჩა დროს.  ვფიქრობ, უნივერსიტეტი ჩამორჩა დროს, არააა დროის ადეკვატური. ის, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს რესურსი განვითარების, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, იყოს ადეკვატური“, - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

 

როგორც ზურაბ ხონელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საუბრისას განაცხადა, საჭიროა უნივერსიტეტებმა თეორიული სწავლება პრაქტიკაში განახორციელონ. მისი თქმით, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას სივრცე, სადაც ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და გარეთ მოცემულობებს.

 

„აუცილებელია უნივერსიტეტის ფოკუსის შეცვლა. უნივერსიტეტი თეორიიდან უნდა  გადაერთოს პრაქტიკისაკენ და შექმნას ახალი ფორმატი, რაც მოემსახურება უპირველესი პრობლემის დარეგულირებას. გამოსავალი არის ის, რომ ან უნდა შევქმნათ ახალი სივრცე უნივერსიტეტში.  ნებისმიერი მოდელი, რაც არ უნდა შევქმნათ,  შიდა პრობლემის მოგვარების მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერას ვერ პოვებს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ ორი არსებული მოცემულობიდან და დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ“, - განაცხადა  ზურაბ ხონელიძემ.

 

big_banner
არქივი