დედოფალ ელისაბედ მეორის უფროსი შვილიშვილი პიტერ ფილიპსი ცოლს, კანადელ ოთემ კელის დაშორდა. წყვილმა ერთად 12 წელი გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. შეაგხსენებთ, რომ წყვილს ორი შვილი ჰყავს.
როგორც ფილიპსი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება წყვილმა შეთანხმებულად მიიღო, რაც სამომავლო მეგობრობისთვის და მათი შვილების მომავლისთვის საუკეთესო გზაა.
ბუკინგემის სასახლეში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
42 წლის ფილიპსი ელისაბედ მეორის ქალიშვილის, პრინცესა ანას შვილია. მან მომავალი მეუღლე 2003 წელს კანადაში გაიცნო. მათ დედოფლის უინძორების სასახლეში იქორწინეს. ფილიპსს სამეფო სტატუსი არ აქვს.