logo_geo
მასწავლებელთა სქემაში ცვლილებები შევიდა
- +

11 თებერვალი. 2020. 15:33

 

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის (ან საგნების) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი და დიპლომით (ან დიპლომის დანართით) უდასტურდება ზემოჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთის გავლა, მიეცემა უფლება, ზემოაღნიშნული საგნიდან რომელიმე ასწავლოს.

 

„პრემიერის დადგენილებით განისაზღვრა, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:

 

ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

 

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

 

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შემდგომ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს“,- აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

 

 

big_banner
არქივი