logo_geo
შოტლანდიაში ათობით მანქანა წყლის ქვეშ აღმოჩნდა
- +

11 თებერვალი. 2020. 19:11

 

 

თებერვლის დასაწყისში დიდ ბრიტანეთს ქარიშხალ „კიარას“ ძირითადი დარტყმა დაატყდა თავს. იმის მიუხედავად, რომ შოტლანდია სტიქიის ეპიცენტრში არ იმყოფებოდა, მის მცხოვრებლებს სტიქია მაინც არანაკლებ შეეხოთ.

 

კადრებზე, რომელიც დანდის მცხოვრებმა შივონა კლარკმა გადაიღო, დატბორილი პარკინგია ნაჩვენები.

კადრები ფერტ-ოფ-ტეის ყურეს სანაპიროსთან, ხიდთან ახლოსაა გადაღებული.

 

კლარკმა აღნიშნა რომ თითქმის მთელი სანაპირო, ისევე როგორც მიმდებარე გზა, წყლის ქვეშ აღმოჩნდა, რის გამოც, ზოგიერთი მძღოლი იძულებული გახდა, საკუთარი მანქანა დაეტოვებინა და თავი ცურვით გადაერჩინა.

 

 

 

 

big_banner
არქივი