logo_geo
ვახტანგ გომელაური: ხალხი ენდობა პოლიციას
- +

11 თებერვალი. 2020. 23:51

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციისადმი მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად გაზრდილია. გაზრდილია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - „112“-ის მეშვეობით სხვადასხვა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები ენდობიან პოლიციას

 

საკითხის მიმართ მიდგომა ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა. ხალხი რეკავს - ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას. თუმცა, არის ხშირი შემთხვევა, თუნდაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, როცა მშობელი მოდის და გვეუბნება: იცით რა, ჩემი შვილის ჩვენებას ვერ მოგცემთ. კი შეესწრო, ვთქვათ, დანაშაულს (ფაქტია, ჩანს, რომ ეს ადამიანი უყურებს იმ კონკრეტული დანაშაულის ჩადენას), მაგრამ არ მინდა იმიტომ, რომ ჩემი შვილი  სკოლაში უნდა მივიდეს, თანაკლასელები არიან. არის, ვთქვათ, მეზობლის შვილი და იმაზეც ვერ იტყვის... აი ეს თემა უფრო არის ხოლმე, ანუ ოჯახური და მეგობრული წრიდან გამომდინარე,  რომ ვერ დავადებ მე იმას ხელს და ვერ ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, მის გარეშე ვერ დავკითხავთ მოზარდს, მშობელია. ის კი ამბობს, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა მისცეს ჩვენება ამ თემაზე. მას აქვს კანონიერი უფლება, რომ  ჩვენების მოცემაზე უარი თქვას. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე, ასე ვთქვათ, კრიმინალის შეფარება“, - განაცხადა  ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“  სტუმრობისას .  

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დამნაშავისთვის ხელის დაფარების ფაქტების მნიშვნელოვანი კლების ტენდენციაზეც. მისი თქმით, საქართველოში ამ მიმართულებით საგრძნობი წინსვლაა.  

მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ვუახლოვდებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ევროკავშირიდან. იქ არ არის თემა, რომ შეიფარონ დამნაშავე, მით უმეტეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა დიდ ქვეყნებში. როცა ხდება დანაშაული, რეკავს მოსახლეობა და აცნობებს პოლიციას.  თითქოს, მივდივართ აქეთაც. ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი