logo_geo
მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ ოპონენტებს, დაუბრუნდნენ დიალოგის მაგიდას
- +

12 თებერვალი. 2020. 12:31

 

 

„მოვუწოდებთ ოპონენტებს, დაუბრუნდნენ დიალოგის მაგიდას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

big_banner
არქივი