logo_geo
ვანესა ბრაიანტი: ჩემი გონება უარს აცხადებს, შეეგუოს ფაქტს, რომ კობი და ჯიჯი ცოცხლები აღარ არიან
- +

12 თებერვალი. 2020. 13:05

 

 

კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიჯის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 დღის შემდეგ, ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლე, 37 წლის ვანესა ბრაიანტ კიდევ ერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს რომ მის გონებას ფაქტთან შეგუება უჭირს. ის საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწოდებს.

 

ჩემი გონება უარს აცხადებს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ კობი და ჯიჯი ცოცხლები აღარ არიან. ვერ ვახერხებ ბოლომდე, გადავამუშაო, რომ ორივე მათგანი ერთდროულად წავიდა.

 

ვცდილობ, კობის გარდაცვალება გადავამუშაო, მაგრამ ჩემი სხეული უარს აცხადებს შეეგუოს იმას, რომ ჯიჯი აღარასდროს დამიბრუნდება. ეს ყველაფერი არასწორია! რატომ უნდა შემეძლოს გაღვიძება, როცა ჩემს გოგონას მავეს გაკეთების შანსი აღარ აქვს?! ძალიან გაბრაზებული ვარ. ჯიჯის ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.

 

მაგიჟებს ის, რომ კობისთან და ჯიჯისთან ერთად არ ვიმყოფები, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ნატალიასთან, ბიანკასთან და კაპრისთან ერთად ვარ.

 

ვიცი, რომ რასაც ვგრძნობ, ნორმალურია. ვიცი, რომ ეს გლოვის პროცესის ნაწილია. უბრალოდ მინდოდა, ეს ყველაფერი თქვენთვის გამეზიარებინა, რადგან შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, რომელმაც მსგავსი დანაკარგი განიცადა.

 

უფალო, ნეტავ აქ იყო და ნეტავ ეს კოშმარი დასრულდებოდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა! - წერს ვანესა ბრაიანტი.

 

შეგახსენებთ, რომ 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი