logo_geo
15 თებერვლამდე მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი
- +

12 თებერვალი. 2020. 17:24

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით და ზღვაზე შტორმი.

 

მათივე ინფორმაციია, ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილებაც.

 

„15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი