logo_geo
„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები შეაჩერა
- +

12 თებერვალი. 2020. 17:30

 

„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექაუნთები შეაჩერა, რომელიც უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალბი ნარატივების გავრცელებას ისახავდა მიზნად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ ქსელის მიღმა ცდილობდნენ საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ კავშირი რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან ჰქონდათ“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

როგორც სააგენტო „როიტერთან“ „ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერი საუბრობს, წაშლილი გვერდებისა და ანგარიშების გამოყენებით ხდებოდა ყალბი ამბების გავრცელება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციული ბრალდებები, ეთნიკური დაძაბულობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება და სხვა.

 

„ფეისბუქში“ ასევე განაცხადეს, რომ წაშლილია ირანთან, მიანმართან და ვიეტნამთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდებიც.

 

„ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერი აცხადებს, რომ რუსული ოპერაცია ასზე მეტ ანრაგიშს იყენებდა „ფეიბუქზე“ და „ინსტაგრამზე“, რათა შეექნათ ყალბი პერსონები, რომლებიც ძირითადად თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ.

 

ისინი ცდილობდნენ სიტუაცია აემღვრიათ და პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობას ნერგავდნენ“,- აცხადებს გლეიჩერი.

 

აღნიშნულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

 

big_banner
არქივი