logo_geo
სანდრო გირგვლიანი დღეს 43 წლის გახდებოდა
- +

13 თებერვალი. 2020. 11:30

 

 

დღეს, 13 თებერვალს, სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა, ის 43 წლის გახდებოდა.

 

2006 წლის 27 იანვარს „შარდენ-ბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

 

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ გარდაცვლილი იპოვეს, მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სასტიკი ფიზიკური ძალადობის შედეგი იყო.

 

გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია.  ეს საქმე ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის, როგორც მოგვიანებით ციხის კადრები.

 

big_banner
არქივი