logo_geo
თამარ გაბუნია: დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირებული არაა
- +

13 თებერვალი. 2020. 13:11

 

 

„კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, დაკვირვების ქვეშ ყოველთვის რჩება 2-3 ადამიანი, რომელმაც საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურისა და სავარაუდო გრიპის სიმპტომებით მიმართავს.

 

„დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირებული არაა. პრევენციული ღონისძიებები გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების აქტიურ სკრინინგს სასაზღვრო ზონებში. მეთვალყურეობის ქვეშ ყოველთვის რჩება 2-3 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და სავარაუდო გრიპის სიმპტომები, ვიდრე არ ჩატარდება კორონავირუსზე დამადასტურებელი ტესტი და არ გამოირიცხება ეს მდგომარეობა, პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ არიან”, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მინისტრის მოადგილემ სეზონურ გრიპთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოებში ამ კუთხით მიმართვიანობა შემცირებულია.

 

„სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა მცირდება როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე საავადმყოფოებში. სტატისტიკა ბევრად უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე იყო გასულ წელს. გრიპთან დაკავშირებით ის ღონისძიებები, რაც ქვეყანამ განახორციელა, იყო ვაქცინაცია და საგანმანათლებლო კამპანია და ამ ყველაფერმა კარგი შედეგი გამოიღო. ახლა, სეზონური გრიპის თვალსაზრისით, სტაბილური და კონტროლირებადი მდგომარეობა გვაქვს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი