logo_geo
რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან 2019 წელს
- +

13 თებერვალი. 2020. 14:05

 

 

შსს-ს მიერ 2019 წლის მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების 104 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ყველაზე მეტი - 32 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო; 11-11 პირი - თურქეთისა და ირანის მოქალაქეები; 8 - ინდოეთის; 7 - ნიგერიის; 6 - ერაყის; 5 - ეგვიპტის; 4 - მაროკოს; 3 - სომხეთის; ხოლო 2-2 ანგოლისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების კი 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნებია - ეთიოპია, კოტ-დ’ივუარი, ბანგლადეში, კონგო, ნეპალი, პაკისტანი, ჰაიტი, კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბულგარეთი და გამბია.

 

 

big_banner
არქივი