logo_geo
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე საზოგადოებას მიმართავს
- +

14 თებერვალი. 2020. 16:29

 

 

 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური და მისი უფლებადამცველი ჯაბა კვარაცხელია, საავადმყოფოს პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავენ.

 

„აღშფოთებული ვართ ჰოსპიტლის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.

 

მოგმართავთ თხოვნით, ნუ წაახალისებთ ადამიანის უფლებების ხელყოფას. სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას, მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელება. უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ ცოტნეს პერსონალურ სივრცეს”, - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, ამჯერად კი, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

 

 

big_banner
არქივი