logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზროვნების ტრაგედია
- +

19 თებერვალი. 2020. 11:23

 

„გიორგი მარგველაშვილის განცხადება ჩემთვის, შესაძლოა, ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზროვნების ტრაგედია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„გიორგი მარგველაშვილის განცხადება ჩემთვის, შესაძლოა, ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზროვნების ტრაგედია. ვინმეს თუ დემოკრატიაზე ესაუბრები, მას დემოკრატიის აღქმა და განცდის უნარი უნდა ჰქონდეს, ხოლო იმის მიხედვით, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიხილეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას დემოკრატიის მიმართ სრული ალერგია აქვს. ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ჯგუფთან რაიმე დემოკრატიულ შედეგს მიაღწევს, უბრალოდ თავს იტყუებს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

 

big_banner
არქივი