logo_geo
რეზო ესაძეს 85 წელი შეუსრულდა!
- +

18 თებერვალი. 2020. 13:33

 

რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს რეზო ესაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

 

რეზო ესაძე 1975 წლიდან არის დამდგმელი რეჟისორი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გადაიღო ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. როგორც კინომსახიობს, შესრულებული აქვს 10 მთავარი როლი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორის ფილმებში. მათ შორის: მ. რომის „ერთი წლის 9 დღე“, თ.აბულაძის „მონანიება“, პ. ჩარკვიანის „ზოგი ჭირი მარგებელია“, ნ. გუბენკოს „დამსვენებელთა ქრონიკა“, ნ. ლებედევის „ნაგაზი“, ი. კვირიკაძის „ქალაქი ანარა“ და სხვა.

 

რეზო ესაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისთვის „ნეილონის ნაძვის ხე“.

 

2016 წელს კი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისგან ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის „ოქროს პრომეთე“ რეზო ესაძეს გადაეცა.

 

 

 

big_banner
არქივი