logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია კვირას შენდობის დღეს აღნიშნავს
- +

1 მარტი. 2020. 01:24

 

 

1 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.

 

 

ყველიერის შვიდეულის ბოლო დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი.

 

 

ამ დღეს ტაძარებში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, იკითხება შენდობის ლოცვები. მართლამდიდებლური ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.

 

 

საეკლესიო სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე არის საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

 

 

წელს დიდმარხვა 2 მარტს დაიწყება და 19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი