logo_geo
გარდაიცვალა შოთა გორგოძე - საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი შს მინისტრი
- +

2 მარტი. 2020. 00:58

 

 

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი,  გენერალ-ლეიტენანტი შოთა გორგოძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

შოთა გორგაძე  მუშაობდა ქარხანა „ელექტროგამშვებში“ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963 - 1965 წლებში საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965 წლიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977 - 1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

 

1986 -1990 წლებში იყო შს მინისტრი, 1987 - 1990 წლებში - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985 – 1990 წლებში სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე. 1994–2000 წლებში საქართველოს შსს აკადემიის რექტორი.

 

2003 წელს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.

 

 

big_banner
არქივი