logo_geo
პატრიარქი მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს
- +

2 მარტი. 2020. 01:30

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარი ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს, ნუ დაუწერენ თავიანთ მოსწავლეებს ორიანებს.

 

 

“მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, მე არ ვიცი, თქვენ შეასრულებთ თუ არა ამას, მაგრამ მე მინდა ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ, რომ არასდროს ორიანი არ დაუწეროთ მოწაფეს. იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია და უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ უნდა გავიგოთ რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ”,- მიმართა პატრიარქმა მასწავლებლებს.

 

 

big_banner
არქივი