logo_geo
ვეტერანთა სამსახური ვეტერანებს ბიზნეს-პროექტების შედგენაში ორგანიზაციულ ხელშეწყობას სთავაზობს
- +

2 მარტი. 2020. 11:27

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი ორგანიზაციულ დახმარებას სთავაზობს უწყების იმ ბენეფიციარებს, რომელთაც კონკრეტული ბიზნეს პროექტები, ბიზნეს იდეები და წინადადებები აქვთ. 

 

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, მცირე მეწარმეობისა  და ტურიზმის სფეროში გულისხმობს: შესაბამისი ბიზნეს-გეგმისა და საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას და, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან შუამდგომლობის გაწევას დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

 

მისამართი: ვ. გორგასლის შესახვევი 12ა. პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფი. ჯგუფის უფროსი ლელა კიკნაძე. ტელ: 577 18 28 13

 

 

big_banner
არქივი