logo_geo
თუ ბავშვმა შემთხვევით საკვებს მწერი ან მისი კვერცხები შეაყოლა - თემურ მიქელაძის რჩევები
- +

2 მარტი. 2020. 15:17

 

სოციალურ ქსელში არაერთხელ დაუწერიათ დედებს, რომ ბურღულსა თუ ბავშვთა კვებაში მატლები შენიშნეს. ბავშვებმა შესაძლოა ჭიანი ხილი შეჭამონ ან ჭიანჭველა ვერ შენიშნონ საკვებზე. რამდენად საშიში მატლისა თუ ჭიანჭველის უნებურად გადაყლაპვა, იწვევს თუ არა ეს რაიმე დისკომფორტს და რა უნდა მიაშველოს ამ დროს დედამ - ამ კითხვებით ცნობილ პედიატრს, თემურ მიქელაძეს მივმართეთ

 

თემურ მიქელაძე: - ბურღულეულში მატლი ჭუპრის ან უკვე მწერის სახით გვხვდება და საშიში არ არის... ვინ მოთვლის, რამდენ თმას და ასეთებს ვყლაპავთ. ბავშვისთვისაც ამას მავნებლობა არ მოაქვს. რასაკვირველია, არ უნდა იყოს მწერი ბურღულეულში, ეს არის შენახვის პირობების დარღვევა, მაგრამ როცა მწერი ჩნდება, იმას ნიშნავს, რომ კონსერვანტებს არ შეიცავს და მაღალი დონის საკვებია. თუმცა, როცა მწერი ჩნდება, ის საკვები აუცილებლად უნდა გადავყაროთ!

 

- ბავშვმა რომ ხილი შეჭამოს, რომელზეც ჭიანჭველა იქნება?

 

- ჭიანჭველა არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხილს ბუზი აზის და ფეკალური მასებით არის დაბინძურებული, ეს ძალიან საშიშია. დედამ ხილი დიდი რაოდენობით წყალში უნდა გარეცხოს! მთავარია, ხილი გამდინარე წყალში მოათავსონ და არც ჭიანჭველა დარჩება იქ და არც სხვა მწერი! ვიმეორებ, რომ ჭიანჭველა საშიში არ არის.

 

- როგორ უნდა მოიქცეს დედა, როცა ბავშვს აწყენს ასეთი საკვები?

 

- თუ პირღებინება და დიარეაა, ბავშვი სითხით უნდა დაიტვირთოს. მარილიანი

წყალიც შეიძლება... მინერალური წყალი საჭირო არ არის, რადგან შეიძლება კიდევ დიარეა გამოიწვიოს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მატლს მავნებლობა არ აქვს, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დედა ყურადღებით უნდა იყოს და ბავშვს მატლიანი საკვები არ მისცეს. საზღვარგარეთ არის რესტორნები, სადაც მატლები დელიკატესად ითვლება და სიამოვნებით მიირთმევენ. არანაირად საშიში არ არის.. ბავშვის კუჭის წვენი ისეა მოწყობილი, რომ ტოქსინებს ანეიტრალებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები მატლიანი საკვებით ვკვებოთ.

 

ყველაზე საშიში არის ბუზი! იგი ფეკალიებით აბინძურებს საკვებს, რაც კვებითი ტოქსიკოინფექციების წყაროა! ბუზს შეუძლია გაფუჭებულ საკვებში თავის კვერცხები დადოს და უამრავი დაავადება გამოიწვიოს!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი